ხაშურის მე-6 საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც ბაღების გაერთიანების მმართველმა “მოზაიკას განუმარტა”, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 122 989 ლარით ფინანსდება.
“მოხდება საბავშო ბაღისთვის სახურავის გამოცვლა, გაკეთდება ჭერი. მოხდება ბაღის კოსმეტიკური რემონტი”, – გვითხრა ლელა გელაშვილმა.
აღნიშნულ საბავშო ბაღში 120 სკოლამდელი აღსაზრდელი სწავლობს.
დატოვეთ კომენტარი