ახალი ამბები

მეჯვრისხევში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გორის მერია დაეხმარება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გორის მერია ერთჯერად დახმარებას გაუწევს, ამისთვის შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. 

“ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ერთჯერადად დახმარება ამ ოჯახს, უკვე ვემზადებით შესაბამისი პროცედურებისთვის. დადგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი და შეფასდება ზარალი, ამის გარდა, კიდევ გავუწევთ დამატებით დახმარებას, რაც საჭირო იქნება”, – გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხრაძემ.  

ინფორამაციისთვის, მეჯვრისხევში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გუშინ, 24 აგვისტოს გაჩნდა.  გორის მერიას ხანძრით დაზარალებულებს ერთჯერადად არაუმეტეს 3000 ლარით ეხმარება, ოჯახისადმი დახმარება განისაზღვრება ზარალის შეფასების მიხედვით.

დატოვეთ კომენტარი