ახალი ამბები

გორელმა ძიუდოისტმა დავით ქარელმა ოქროს მედალი მოიპოვა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე დავით ქარელმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში ფრანგი კელვინ რაი იპონით დაამარცხა, იგი 60 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ინფორმაციისთვის, დავით ქარელი 2022 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზეც ასპარეზობდა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი