ახალი ამბები

ხაშურის მერია სურამში მდებარე სკვერის დემონტაჟს და ახლის მოწყობას გეგმავს

ხაშურის მერია სურამში ახალი სკვერის მოწყობას აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 265 139 ლარი დაიხარჯება. 

სკვერი 9 აპრილის ქუჩაზე, მინი სტადიონის გვერდით მოეწყობა. 

ამ ტერიტორიაზე, ამჟამად უკვე არსებული სკვერის დემონტაჟი მიმდინარეობს.

“დაბა სურამში 9 აპრილის ქუჩაზე მინი სტადიონის გვერდით დაიწყო არსებული სკვერის დემონტაჟი, რის შემდეგაც მოეწყობა ახალი თანამედრო სტანდარტების დასასვენებელი სივრცე”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

დატოვეთ კომენტარი