ახალი ამბები

ქიწნისში საბავშო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 322 380 ლარია.

უწყების ცნობით, ერთსართულიან შენობას, სადაც 29 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

“პროექტის მიხედვით იცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზოც და ატრაქციონებიც. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოებიო 3 თვეს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში აღსაზრდელები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.