ახალი ამბები

წინარეხი – ქვათახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა 

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

“აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება, მოსახლეობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით და მომლოცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, ასევე, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დეპარტამენტის ცნობით, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები და მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3.6 მლნ ლარამდეა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.