ახალი ამბები

ქარელში კანალიზაციის ჭაში ქალი ჩავარდა

ქარელში, მოსაცდელის მიმდებარედ, საკანალიზაციო ჭაში ხვედურეთიდან ჩამოსული ქალი ჩავარდა.

თვითმხილველების თქმით ქალმა დაზიანებები მიიღო და ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 

მოქალაქეების თქმით, კანალიზაციის ჭა დიდი ხნის განმავლობაში თავსახურის გარეშე იყო. 

“ადრეც, კინაღამ ერთი კაცი ჩავარდა, მაშინ თავსახური არ დაუფარებიათ, ამ შემთხვევის შემდეგ კი მუშებმა, რომლებიც კორპუსების გარე ფასადებს არემონტებენ,  მოიტანეს და ჭას თავსახური დააფარეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დატოვეთ კომენტარი