ახალი ამბები

კასპი ერთადერთი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც პაატა გულიაშვილის კონცერტი არ შედგება 

კასპი ერთადერთი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც პაატა გულიაშვილის კონცერტი არ შედგება. 

შიდა ქართლში გულიაშვილმა კონცერტები ჩაატარა ხაშურში, ქარელში და დაგეგმილი აქვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. 

“ჩვენთან არ არის დაგეგმილი მისი კონცერტი და არც შემოთავაზება ყოფილა, როგორც ვიცი”, – გვითხრეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, გულიაშვილს ხაშურისა და ქარელის მერიებმა საერთო ჯამში, 5500 ლარი გადაუხადეს:

  • ხაშურის მერიამ 2 500 ლარი;
  • ქარელის მერიამ 3 000 ლარი. 
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.