ატენში, ტანას ხეობაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საპიკნიკედ მოწყობილ ადგილას, დაუდევრობით გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო -სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.
ინფორმაციისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება მომდევნო დღეებში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხანძრის გაჩენის რისკების შესახებ და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
დატოვეთ კომენტარი