ახალი ამბები

წელს შიდა ქართლში ავარიების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 302 დაშავდა – საქსტატი

2022 წლის მეორე კვარტალში, შიდა ქართლში 91 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი გარდიაცვალა და 156 დაშავდა. 

საქსტატის მონაცემებით, 11 ავტოსაგზაო შემთვევით ნაკლები დაფიქსირდა პირველ კვარტალში – 2022 წლის იანვარ-აპრილში რეგიონში ავტო საგზაო შემთხვევის 80 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც, გარდაიცვალა 16 და დაშავდა 146 ადამიანი.

სულ 2022 წლის მონაცემებით, პირველ და მეორე კვარტალში შიდა ქართლში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 171 შეადგინა. ამავე ავარიების შედეგად, გარდაიცვალა 26 და დაშავდა 302 ადამიანი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.