ისტორიები ისტორიული ძეგლები

რუის-ურბნისის ეპარქია – ადგილი მათთვის, ვისაც სამონასტრო ცხოვრება აინტერესებს

ძამის ხეობა – ეს არის საოცარი ადგილი მომლოცველებითვის, ტურისტებისტების, თუ უბრალოდ ბუნების მოყვარულთათვის, თუმცა აქაურობა ყველაზე მეტად მაინც სამონასტრო ცხოვრებით არის განთქმული.

ამავე თემაზე: ძამის ხეობა – მშვენიერი ადგილი ლაშქრობისთვის

ურბნისისა და რუისის ეპარქია

ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის, რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასალის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს უკავშირდება. თუმცა, სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი აქაც, როგორც მთელ საქართველოში, ასურელმა მამებმა ჩაუყარეს.

სწორედ თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია V-VI სს-ში აშენებული ურბნისის ეკლესია, მასვე მიეწერება აქ წმ. სტეფანეს ეკლსესიის მშენებლობა.

ასურელ მამათაგან კიდევ ორი — მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში.

მიქაელი ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნიდან საქადაგებლად  დაემკვიდრა სოფელ ულუმბოს ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. ვარაუდობენ, რომ აქ მრავალი შემოსევის გამო, მისი ჩანაწეერბი დაკარგულია. აღსრულების შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

„წმიდა პიროს ბრეთელმა, ღვთაებრივმა ხატმან სინანულისამან, მდიანრე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე — დაჰყო ზემო ქართლს დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მუნ მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთისა სოფლისა“, – ნათქვამია საეკლესიო გადმოცემაში.

ქარელის რაიონში, სოფელ ბრეთშია ეს სავანე, სადაც წმიდანად შერაცხული მამა განისვენებს.

როგორც პილიგრიმები გვირჩვენ, ასურელი მამების ნაკვალევის მოსანახულებლად 4 დღე მაინცაა საჭირო. შეგიძლიათ, აქედან ერთი დღე რუის-ურბნისის მონასტერებს დავუთმოთ, სადაც ამ წმინდა მამებმა იმოღვაწეს.

საინტერესოა ახლად აშენებული ეკლესია-მონასტრების სახელწოდებები, რომლებიც ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების სახელებს იმეორებენ: შატბერდი, ოპიზა, ბანა და სხვა.

ეპრაქიაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

  • ყინწვისის მონასტერი
  • ქოზიფას მონასტერი
  • მზოვრეთის მამათა მონასტერი
  • ორთუბნის ციხე – დარბაზი
  • სარკინეთის მამათა მონასტერი
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.