ახალი ამბები

გორში მწვანე საფარის მოვლა – პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს  

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გორში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის ღონისძიებებს ახორციელებს. 

ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიზანი, სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან მცენარეების დაცვაა. ამასთან ერთად, სკვერებსა და პარკებში საჭიროებისამებრ ირწყვება ნარგავები და ყოველდღიურად ითიბება ბალახიც.

ამჟამად განახლებითი სამუშაოები მხოლოდ ცენტრალურ, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარეობს, თუმცა მოზაიაკსთან საუბრისას კეთილმწოყობის სააგენტოს უფროსი, გიორგი ბარჯაძე განმარტავს, რომ სამუშაობი ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ჩატარდება.

“სამუშაოები ცენტრალურ ქუჩებზე დაიწყო და მოწესრიგდება სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩები, თუმცა გარემოს კეთილმოწყობა გაგრძელდება და მოიცავს მთლიან ქალაქს”, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ. 

სააგენტოს მიერ, სკვერებში უკვე გამოიცვალა დაზიანებული გარეგანათების ნათურები. ხიდებზე, ბორდიურებსა და ქვეითთა გადასავლელებზე კი აქტიურად გრძელდება სამღებრო სამუშაოები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.