ხაშურში ცენტრალური მოედნის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებისთვის 4,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური მოედნის და რკინიგზი სადგურის ტროტუარების განახლების სამუშაოები.
” აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა რკინიგზის სადგურის მიდებარე ტერიტორიის ფასადი, მოეწყო დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი და დაირგო ხე-მცენარეები. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება დაეთმოს რეგიონის მახასიათებლებს, ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს და ობიექტების ფუნქციურ დანიშნულებას”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.
დატოვეთ კომენტარი