ახალი ამბები

ხაშურის მერი ჩუმათელეთის მოსახლეობას ფეისბუქ პოსტით პასუხობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი, ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და ჩუმათელეთის მოსახლეობას მიმართავს.

“ჩუმათელეთის მოსახლეობას ვთხოვ მოთმინებას. წყლის პრობლემა მომავალი წლიდან ეტაპობრივად მოგვარდება, პირველი პროექტი რაც ტენდერზე დაიდება ეს იქნება ჩუმათელეთში ორი ჭაბურღილი თავისი კომუნიკაციებით. ამ პროექტის ღირებულება 2 მილიონ 700 000 ლარია”, – წერს ჩიტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩუმათელეთის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი