ახალი ამბები

სურამში, ჩუმათელეთის დასახლებში მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ 

სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში, სასტუმრო “სურამის” შენობაში შესახლებულ დევნილებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, – ისინი სასმელი წყლის მოთხოვნით აქციას მართავენ. დევნილები აპირებენ, რომ გზა გადაკეტონ. 

ისინი ამბობენ, რომ 14 წლის განმავლობაში სასმელად გამოუსადეგარ წყალი მიეწოდებოდათ, რომელსაც ქვიშა და ქვეწარმავლები მოჰყვებოდა, თუმცა ერთი კვირაა, რაც წყალი საერთოდ აღარ აქვთ. 

“14 წელი გახდა ჩვენი დევნილობიდან და ამ პერიოდის განმავლობაში, ვის აღარ მივმართეთ მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. დაბინძურებული წყალი მოდიოდა, მოყვენოდა ქვეწარმავლები, რის გამოც სასმელი წყლის მოტანა შორი მანძილიდან და ხშირად ყიდვაც გვიწევდა. ახლა კი წყალი საერთოდ აღარ მოგვეწოდება, ვითხოვთ ყურადღებას,” – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა დევნილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.