ახალი ამბები

იგოეთთან ავარიის დროს დაშავებულ ქალს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტალში უტარდება 

იგოეთთან ავარიის დროს დაშავებული ქალს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტალში უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 8 ადამიანი დაშავდა, ერთი დაშავებული გორში, სამხედრო ჰოპიტალში გადმოიყვანეს, 7 – კასპის საავადმყოფოში. 

“დაშავებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, უტარდება შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადეს სამხედრო ჰოსპიტალში. 

ინფორმაციისთვის, იგოეთთან სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით მძიმედ დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი. მომხდარზე გამოძიება 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი