ახალი ამბები

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცი თამარაშენიდან დევნილი იყო 

გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელ კოტეჯში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცი თამარაშენიდან დევნილი იყო. 

ხანძრის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა, კიდევ ერთი ადამიანი, 40 წლამდე მამაკაცი, რომელმაც ცეცხლიდან თავის დაღწევა მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ნივთები სრულად განადგურდა. 

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დატოვეთ კომენტარი