ახალი ამბები

გორში, დასაგებად გამზადებული ფილები მოიპარეს

გორის მერიამ ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სკვერების რეაბილიტაციის მიზნით, ფილები დაასაწყობა. კომბინატის დასახლებაში ამბობენ, რომ უმეთვალყურეოდ დატოვებული ფილები მოიპარეს. 

ადგილობრივებს რამდენიმე ადგილას, ფილების შეკვრები დააზიანებული დახვდათ. 

“მოიტანეს ასე უპატრონოდ დაყარეს, დღეს უკვე შევამჩნიე, რომ ფილების შეკვრა დაზიანებულია და სავარაუდოდ, მოიპარეს, არავინ პატრონი არ არის”,- გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.


ინფორმაციისთვის, გორში სკვერებისა და უბნების მოწესრიგებისთვის სხვადახვა სამუშაოები მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი