ახალი ამბები

ბაიანთხევის დასახლებაში გზის მოსაწყობად ხაშურის მელია მილიონ ლარს დახარჯავს

“ბაიანთხევის დასახლება ტურისტულ ზონას წარმოადგენს და ბევრი დამსვენებელი სტუმრობს, შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული უნდა იყოს”, – აცხადებს ხაშურის მერია. 

ბაიანთხევი დაბა სურამში მდებარეობს და ამჟამად დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

რეაბილიტაციის ფარგლებში, მოიჭრა გრუნტი და დაიგო 2 კილომეტრიანი ბეტონის გზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და ღირებულება 943 098 ლარს შეადგენს.

„საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას არც ადგილობრივ მცხოვრებს, არც სტუმარს”, –  აღნიშნულია ხაშურის მერიის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები