ახალი ამბები

ხაშურში “დურუს თასი 2022” გაიმართება

ხაშურის მუნიციპალიტეტში  “დურუს თასი 2022” გაიმართება.

შეჯიბრი კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფეხბურთის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში 24 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი