ახალი ამბები

ხაშურელმა მოსწავლეებმა ვლოგების კონკურსში გაიმარჯვეს

ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვლოგების კონკურსში გაიმარჯვეს. 

ზურა კოპაძემ, ბექა კოპაძემ, ლიზი ცხოვრებაშვილმა და კესო ჩუბინიძემ საკონკურსო ნამუშევარი გორის ქარის ელექტროსადგურებზე მოამზადეს და პირველი ადგილიც მოიპოვეს. 

ვიდეობლოგში, რომელსაც ახალგაზრდებმა “გორის ქარის ტურბინები” დაარქვეს, საუბარია მწვანე ენერგეტიკის მნიშვნელობაზე და ავტობანთან ახლოს მდებარე ქარის ელექტროსადგურის შექმნის ისტორიაზე.

კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.

პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

დატოვეთ კომენტარი