ახალი ამბები

უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე გორის მუნიციპალიტეტში 4 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმეედებების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.  

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რეალიზების მიზნით ინახავდნენ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში. 

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 28 556 ლარის ღირებულების 6690 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 -წლამდე ვადით. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.