ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში სკოლის ახალი შენობა შენდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 2 400 000 ლარია გათვალიწინებული.
საჯარო სკოლის ტერიტორია 6 250 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც უკვე აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა და ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი.
“შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.
ქინძათის საჯარო სკოლა ხაშურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს მოემსახურება, სადაც 100 მოსწავლე ისწავლის და 22 პედაგოგია დასაქმებული. მერიის ცნობით, ახალ სასწავლო წელს ქინძათის მოსწავლეები განახლებულ სკოლაში შეხვდებიან.