ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე გზა დაზიანებულია და მიწიდან წყალი მოედინება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 თვის წინ წყლის მილების შეცვლის მიზნით, გზა გათხარეს, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.
“გზა გადათხარეს წლის მილების რეაბილიტაციის მიზნით, მაგრამ აქ რეაბილიტერბულის არაფერი ჩანს, როგორც გადათხარეს ისევე მიაყარეს უკან მიწა, გაკეთების ნაცვლად გააფუჭეს, მას შემდეგ ასე მოჩქრიალებს ამ ქუჩაზე 4-5 ადგილია სადაც ასე ამოდის მიწიდან წყალი”, – ამბობენ ადგილობრივები.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქარელის ფილიალში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა მათ არ ეხებათ, რადგან სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებდა.
დატოვეთ კომენტარი