ახალი ამბები

ელექტროფიკაციის დასახლებაში, ერთ-ერთ ქუჩას თენგიზ ბურჯანაძის სახელი მიენიჭება

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩას, თენგიზ ბურჯანაძის სახელი მიენიჭება, -ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა. 

“იმისათვის რომ გეოგრაფიულ ობოექტს რომელიმე კონკრეტული ადამიანის სახელი მოენიჭოს, ამ პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წელი უნდა იყოს გასული. მიუხედავად იმისა ,რომ თენგიზ ბურჯანაძის გარდაცვალებიდან არ გასულა 20 წელი, საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ქუჩას მიენოჭოს აღნიშნული პიროვნების სახელი. გადაწყვეტილება საკრებულომ უკვე მიიღო. დავათვალიერეთ, ვნახეთ ადგილი, მოსახლეობაც თანახმაა”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა, მანუჩარ ლაფაჩმა. 

ინფორმაციისთვის, თენგიზ ბურჯანაძე ცნობილი გორელი ფეხბურთელი იყო, მის სახელს ატარებს გორის მთავარი საფეხბურთო სტადიონიც. 

დატოვეთ კომენტარი