ახალი ამბები

ლევან გამრეკელმა ოსიაურის სკოლის რემონტი დააფინანსა

ლევან გამრეკელმა ოსიაურის სკოლაში სარემონტო სამუშაოები თავისი ხარჯებით განახორციელა, – ინფორმაციას ამის შესახებ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ხორბალაძე ავრცელებს.

როგორც ხორბალაძე წერს, სკოლაში გამოიცვალა სველი წერტილები,  შესასვლელი ჭიშკარი  და ასევე დაიგო ასფალტი.

“სკოლაში ეს სამუშაოები ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ლევან გამრეკელმა თავისი ხარჯებით გააკეთა. ლევანი სხვა დროსაც დახმარებია ჩვენ სკოლას, საჭიროების შემთხვევაში მუდამ გვერდით გვიდგას”, – ამბობს ნელი ხორბალაძე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები