ახალი ამბები

აბისის და ახალსოფლის სკოლები სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ

აბისისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია სწავლის დაწყებამდე დასრულდება.

მერიის ინფორმაციით, ორივე სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებზე 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

“ორივე შენობა სრულად განახლდა შეიცვალა სახურავები, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები, მოეწყო ორივე სკოლის ეზო და სპორტული მოედნები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ორივე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლისთვის დასრულებული იქნება და ადგილობრივ მოსწავლეებსა და პედაგოგოებს განახლებული ინფრასტრუქტურით შეეძლებათ სარგებლობა.

დატოვეთ კომენტარი