ახალი ამბები

გორში ავარია მოხდა – ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, კარალეთის დევნილთა დასახლებასთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.