ახალი ამბები

“მოსახლეობა მიწისქვეშა გადასასვლელებით 24/24 უნდა სარგებლობდეს” – ფრაქცია “გორი – საქართველოსთვის”

ფრაქცია “გორი-საქართველოსთვის” გორის მერს მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

ფრაქციის წევრების თქმით, მოსახლეობას მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა ნებიერმიერ დროს უნდა შეეძლოს და არ უნდა იკეტებოდეს. 

“იუსტიციის სახლთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის სავაჭრო ობიექტად გამოყენების უფლება ფ/ პირს გორის მუნიციპაალიტეტის საკრებულომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით სარგებლობისთვის გაუგრძელა. ფრაქცია “გორი საქართველოსთვის”  წევრებმა აღნიშნულ საკითხს, იმ პირობით დავუჭირეთ მხარი,რომ მიწისქვეშა გადასასვლელი არასამუშაო საათების შემდეგაც ღია იქნებოდა და ჩვენს მოქალაქეებს საღამოს საათებშიც ექნებოდათ ამ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საღამოს 18:00 საათის შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელი იკეტება, რაც ფეხით მოსიარულე მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გორის მერს.

“მივმართავთ გორის მერს, სასწრაფოდ მოაგვაროს ეს პრობლემა! მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება დაუბრკოლებლად 24/24 ისარგებლოს მიწისქვეშა გადასასვლელებით”,- ამბობს ფრაქციის წევრი, მამუკა ფანიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი