ახალი ამბები

კასპში 27 წლის ბიჭს ეძებენ 

კასპში 27 წლის ბექა რევაზიშვილს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით ის მეორე დღეა დაკარგულია და მის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ის ქვემო გომში მაცხოვრებელია. 

“გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე ზე გავიდა სახლიდან, ეცვა შავი პერანგი წითელი ზოლებით, სავარაუდოდ მუქი ფერის შარვალი და თავზე ეფარა კრემისფერი პანამა. არსად გასვლა არ უყვარს, მითუმეტეს ამდენი ხნით. პილიციაც საქმის კურსშია, საზოგადოების იმედიც გვაქვს, იქნებ ვინმემ ნახა და გაგვაგებინოს”, – უთხრა “მოზაიკას” 27 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა, ინგა რევაზიშვილმა. 

ბიჭის ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე: 

ტელ: 568 24 58 55.

დატოვეთ კომენტარი