ახალი ამბები

2 აგვისტოს გორში წყალმომარაგება შეწყდება  

2 აგვისტოს გორში წყალმომარაგება შეწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 01:00 – დან 20:00 საათამდე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორში შეწყდება წყალმომარაგება. სასმელი წყლის შეწყვეტის შესახებ, წყალმომარაგების კომპანიამ აბონენტებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით”, – ნათქვამია განცხადებაში.  

წყამომარაგების კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება აღდგება 20:00 საათისთვის. 

დატოვეთ კომენტარი