ქარელი მალე 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა, – ამის შესახებ ქარელის საკრებულოს თავჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქალაქში შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“ამ ეტაპზე ქარელში 18 საათიანი გრაფიკი მოქმედებს. როგორც იცით ქარელში დაწყებულია მილების გამოცვლის პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც, ქარელიც 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა”, – აღნიშნა ჯუმბერ შუბითიძემ.
დატოვეთ კომენტარი