ახალი ამბები

გიორგი ჩოქური კასპის პოლიციიდან ხაშურში გადაიყვანეს

გიორგი ჩუქორუ კასპის პოლიციიდან ხაშურში გადაიყვანეს. შსს-ის ინფორმაციით, ის ახლა ხაშურის რაიონულ პოლიციას ხელმძღვანელობს.

“გიორგი ჩოქურმა თანამდებობა შეიცვალა, კასპის რაიონული სამმართველოს ნაცვლად ხაშურის რაიონული სამმართველო ჩაიბარა და უკვე აქტიურად შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას. დამატებით ვერაფერს გეტყვით”, – გვითხრეს სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ როტაციამდე გავრცელდა ინფორმაცია გიორგი ჩოქურზე თავდასხმის შესახებ.

ოპოზიცია ამბობდა, რომ გიორგი ჩოქურსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მას ფეხებში ესროლეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები