ახალი ამბები

კასპისა და სამთავისის ეპისკოპოსი დამიანე ავარიას ემსხვერპლა

კასპისა და სამთავისის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) ავარიას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, რომელიც მარტყოფთან მოხდა.  

ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსი დამიანე 1959 წელს სოხუმში დაიბადა.

  • ბერად აღიკვეცა 2004 წლის 2 იანვარს;
  • დიაკვნად ეკურთხა 2004 წლის 4 სექტემბერს; 
  • მღვდლად ეკურთხა 2005 წლის 28 აგვისტოს; 
  • ეპისკოპოსად ეკურთხა 2013 წლის 3 ნოემბერს. 
დატოვეთ კომენტარი
ტეგები