ახალი ამბები

სურამის პირველ სკოლას მიხეილ მურვანიშვილის სახელი მიენიჭება

სურამის პირველ საჯარო სკოლას მიხეილ მურვანიშვილის სახელი მიენიჭება.

ხაშურის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი 2019 წელს სკოლის ადმინისტრაციამ დღის წესრიგში დააყენა, მაშინ საკრებულომ მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც დოკუმენტი განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, თანხმობის მისაცემად.

“2019 წელს სკოლის სამეურვეო საბჭომ მოითხოვა სკოლისთვის, მიხეილ მურვანიშვილის სახელის მინიჭება. მაშინ საკრებულომ მხარი დაუჭირა და გაიგზავნა განათების სამინისტროში, რატომღაც მაშინ სამინისტრო არ დაეთანხმა მოთხოვნას, შემდეგ კიდევ გავგზავნეთ, უფრო დასაბუთებული დოკუმენტი და ახლა მოვიდა პასუხი, რომ შესაძლებელია სკოლას სახელი მიენიჭოს”, – განმარტავს საკრებულოს ადმინისტრაცია

ინფორმაციისთვის, მიხეილ მურვანიშვილი არის ქართველი მეტყევე, მან პირველმა დააარსა თესლის საშრობი ქარხანა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც იგზავნებოდა რუსეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში. 1935 წლიდან მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორი იყო, მისი დამსახურებით სურამის გარშემო 130 ჰა-ზე გააშენეს ფიჭვნარი. მისი სახელი ეწოდება სურამის ერთ-ერთ ქუჩასაც.

დატოვეთ კომენტარი