ახალი ამბები

კასპში ახლადმოწყობილი სკვერი დააზიანეს – დაამტვრიეს სკამები და საბავშვო საქანელები

კასპში ახლადმოწყობილი საბავშვო სკვერი დააზიანეს, – ინფორმაციას ფაქტის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაზიანებულია სკამები და საბავშვო საქანელები.

მომხდართან დაკავშირებით, მერია საზოგადოებას მიმართავს: 

“რატომ? რატომ არ ვუფრთხილდებით? ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა კასპში, ზოგიერთმა მავნებელმა მოასწრო და ბავშებს გასართობი საშუალებები – სასრიალო, საქანელები და აიწონა-დაიწონა დაუზიანა. ზოგიერთმა ბავშების გულისტკენა მოახერხა. რატომ ვაზიანებთ იმას, რაც თითოეული ჩვენგანისაა? მისი აღდგენა ხომ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული”

დატოვეთ კომენტარი