გორის უნივერსიტეტმა სადოქტორო პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ეტპზე იქნება მხოლოდ ერთი მიმართულება და ეს იქნება ისტორია, რაც შეეხება სტუდენტების მიღებას, მათი განმარტებით კონკრეტული ვადები 1 სექტემბრიდან იქნება ცნობილი.
“გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, პარტნიორ დაწესებულებებს და ყველა გულშემატკივარს ვულოცავთ უნივერსიტეტის წარმატებულ ავტორიზაციას და სტატუსის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში. მადლობა ყველა იმ პირს და ინსტიტუციას, ვისაც სჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების და მხარში გვედგა ამ რთულ გზაზე”, – ცხადებს სასწავლებლის ადმინისტრაცია.