ახალი ამბები

1-ელი აგვისტოდან გორი – თბილისის მიმართულებით ტაქსით მგზავრობა ძვირდება

გორიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება, – ინფორმაცია “მოზაიაკს” რამდენიმე კომპანიამ დაუდასტურა.

გაძვირებული მგზავრობის მიზეზად მძღოლები საწვავის მომატებულ ფასს ასახელებენ.

აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ მომატებული ფასი ლოგიკურია, ნაწილი კი ტაქსის კომპანიების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

დატოვეთ კომენტარი