გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი “კეხურა” ფოთში გამართული “სიცილის ლიგის” გამარჯვებულია.
გუნდი ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდებთან ერთად მონაწილეობდა.
“15 გუნდი მონაწილეობდა, მანამდე იყო საქართველოს ჩემპიონატი და იქ ვიცე -ჩემპიონები გავხდით. ეს ფესტივალი ფოთში გაიმართა და ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება ჩვენმა გუნდმა “კეხურა” მოიპოვა”, – ამბობს სოსო ენუქაშვილი, კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი.
დატოვეთ კომენტარი