ახალი ამბები

გორში, ლომჭაბუკთან, ელექტრონული მუსიკის მორიგი საღამო 24 ივლისს დაიგეგმა

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, გორში მორიგი საღამო 24 ივლისს დაიგეგმა.

ინფორმაციას გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

საღამოზე, რომელიც 22 საათზე დაიწყება, დაუკრავენ:

  • FELON
  • LEON
  • LONEX
  • ROTASU

ფესტივალის ფარგლებში, საღამოები 26 მაისის სანაპიროზე იმართება. პირველი საღამო უკვე გაიმართა 16 ივლისს.

ინფორმაციისთვის, ღონისძიების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.