ახალი ამბები

გიორგი არადელის სახელობის თეატრის დაარსების იდეას საკრებულოს მხარდაჭერა არ აქვს

ქარელში გიორგი არადელი-იშხნელის სახელობის თეატრის დაარსების იდეას ამ დრომდე საკრებულოში მხარდამჭერები არ გამოუჩნდნენ. 

იდეის ავტორმა, პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა დღეს ეს ინიციატივა კომისიის სხდომაზეც გააჟღერა, თუმცა სესიის მონაწილეებისგან უარი მიიღო. 

“გირჩევთ, რომ ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს მიმართოთ”, – უთხრა სოციალური საკითხთა კომისიის თავჯდომარე მიხეილ ხათაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს. 

თავის მხრივ ვასიკო ბაქრაძემ სცადა კომისიის წევრებისთვის აეხსნა, რომ საკითხის გადაწყვეტა საკრებულოს, მერის ჩარევის გარეშეც, შეეძლო, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა:

“ჩვენ კარგად ვიცით გიორგი არადელის ღვაწლი, რაც მან ქარელისთვის გასწია და ვაფასებთ მას, მაგრამ თეატრის დაარსება ხარჯებთან არის დაკავშირებული. საჭიროა შენობა, რისი ხარჯებიც ჩვენ ამ ეტაპისთვის არ გვაქვს;, – აღნიშნა მიხეილ ხათაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი