ახალი ამბები

1-ელი აგვისტოდან ქორწინება ძვირდება 

ქორწინების მსურველებს პირველი აგვისტოდან, იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრიც ცენტრებში ქორწინების რეგისტრაციაში გაძვირებული ფასის გადახდა მოუწევთ.

ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.

აღნიშნული დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარების ფასები განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც,  ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი. დღეს იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 90 ლარი.

რაც შეეხება სერვისცენტრების გარეთ ქორწინების რეგისტრაციას, დღეისთვის 170 ლარი, აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.