ახალი ამბები

საზაფხულო გამოწვევა – წაიკითხეთ წიგნები და მოიპოვეთ სერტიფიკატები აშშ ელჩისგან

ამერიკის საელჩო ახალგაზრებს საზაფხულო გამოწვევას სთავაზობს.

“წაიკითხეთ წიგნები და მოიპოვეთ ამერიკის ელჩის მიერ დაწესებული ვერცხლის,ოქროს ან პლატინის სერტიფიკატი”, – წერია გამოწვევის აღწერაში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 5-18 წლის მოსწავლე-ახალგაზრდებს. პროგრამის შესახებ ინფორმაციას გორის კულტურის განვითრების სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით კონკურსი რამდენიმე ეტაპად იყოფა:

  1. აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ და შეავსეთ ფორმაში მითითებული ინფორმაცია 10 ოქტომბრამდე. (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად.)
  2. ბავშვები, რომელებიც წაიკითხავენ 500 გვერდს, მიიღებენ ამერიკის ელჩის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. (ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.)
  3. ბავშვები, რომლებიც 1 000 გვერდს წაიკითხავენ, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ოქროს სერტიფიკატს. (ამ შემთხვევაშიც, ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.)
  4. ბავშვები, რომლებიც წაიკითხავენ 10 000 გვერდს, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ყველაზე მაღალი დონის, პლატინის სერტიფიკატს.
  5. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ ონლაინ ფორმა 10 ოქტომბრამდე: https://forms.gle/zchXyTnrf57z8SSG8 (მიუთითეთ გორის ამერიკული თარო.)
  6. ონლაინ ფორმის შევსების საფუძველზე თქვენ ავტომატურად გახდებით კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამის მონაწილე. გამოწვევის წინასწარ დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატის მფლობელიც გახდებით.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები