ახალი ამბები

ნაგვის ურნები თავსახურების გარეშე – ვითარება ქარელსა და აგარაში

ქარელსა და აგარაში მოქალაქეები ნარჩენების გატანის სიხშირით უკმაყოფილოები არიან. ამის შესახებ ადგილობრივები აქტიურად წერენ სოციალურ ქსელებშიც და ნარჩენებით სავსე ურნების ფოტოებს აქვეყნებენ. 

“წაგვლეკა ნაგავმა. წერეთლის ქუჩაა. მეორე კვირაა, ნაგავი არ წაუღიათ”, – წერს ქარელში, წერეთლის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

მსგავსი შინაარსის პოსტს აქვეყნებს მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნონა სიჭინავა. ის ასევე აღნიშნავს, რომ მის ქუჩაზე მდგარ ნაგვის ურნას თავსახური აღარ აქვს. 

თავსახურების პრობლემაზე საუბრობენ სხვა დასახლების მცხოვრებლებიც. 

ამავე თემაზე: დასუფთავების სამსახურს ნაგავი დროულად არ გააქვს – ვითარება აგარაში

მათ საპასუხოდ, დასუფთავების სამსახური განმარტავს, რომ მათმა თანამშრომლებმა მხოლოდ ის თავსახურები წაიღეს, რომლებიც დაზიანებული იყო. 

ჯერჯერობით უცნობია, შეაკეთებენ უთავსახურო ნაგვის ურნებს თუ ახლით ჩაანაცვლებენ მათ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი