ახალი ამბები

ამ დრომდე უცნობია, როდის დასრულდება აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაცია

გორში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები 2022 წლის თებერვალში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ამ სარემონტო სამუშაოების გამო, ადგილბრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოები დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს და ეს მათ დისკომფორტს უქმნის.

“ამ ქუჩაზე სიარული ფეხითაც ჭირს და ტრანპორტითაც. გარდა ამისა, არის დღეები, როცა წყალიც არ მოდის დტაბილურად”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

“მოზაიკასთან” საუბრისას, გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის ფილიალის ხელმძღვანელი, კოტე თავზარაშივილი განმარტავს :

„აღნიშნული სარემონტო სამუშაოები, რომელიც სასმელი წყლისა და კანალიზაციის მოწყობას მოიცავს, აქამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზა და გზა ვხვდებით სირთულეებს და მათ გამოსწორებას ვცდილობთ. ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ როდის დასრულდება აღნიშნული სამუშაოები. ეს პროცესი დროში გაიწელა, რადგან ამ ქუჩის მოსახლეობას გაყვანილობის ძველი სისტემა აქვს, ახლის დაერთება კი დიდ დროს მოითხოვს.“

აღმაშენებლის ქუჩაზე სასმელი წყლისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

დატოვეთ კომენტარი