ახალი ამბები

გორში, ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინი მოედნის მოწყობა იგეგმება 

გორში, ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინი მოედნის მოწყობა იგეგმება.

ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინი მოედნის,  ასევე აბრამიშვილის ქუჩის და ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის, საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესასყიდად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

უწყებამ აღნიშნული მომსახურებისთვის 25 600 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.  

დატოვეთ კომენტარი