ახალი ამბები

გორის მერია “მაგთიკომს” 30 000 ლარს გადაუხდის 

გორის მუნიციპალიტეტს მერია კომპანიას “მაგთიკომი” სატელეკომუნიკაციო მომსახურებაში 30 000 ლარს გადაუხდის. უწყებამ კომპანიასთან ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის გზით გააფორმა. 

“მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2022 წლის 01 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევის ადგილია საქართველო, ხოლო როუმინგის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყანა”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-19 წლებში სატელეფონო ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან  79 228 ლარი დახარჯა, მიმდინარე წელს კი ამავე მიმართულებისთვის 89 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.  

დატოვეთ კომენტარი