ახალი ამბები

კასპის მოსახლეობისთვის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა

კასპის მოსახლეობისთვის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა.

“მოზაიკასთან” საუბრისას, კასპის საკრებულოს წევრი მირანდა თვარაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია.

„ტრანსპორტის გაძვირებით, ძალიან დიდი ჯაფად დაადგა ყველას. განსაკუთრებით, იმ ოჯახებს, რომლის წევრებიც სტუდენტები არიან. კარგად ვიცით, თუ რა რთული შესანახია სტუდენტი და რამხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული სწავლა. სწავლის გადასახადს და კიდევ უამრავ დამატებით ხარჯს გაძვირებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც ემატება. ყველას არ აქვს საშუალება, რომ თბილისში ბინა იქირაოს. ბევრი სტუდენტი კასპიდან დადის სასწავლებელში და მათთვის გაძვირებული ტრანსპორტი საგრძნობლად ზრდის ყოველდღიურ ხარჯებს”.

ასევე გაძვირებულია ის ტრანსპორტი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილდება.

“გასაგებია, რომ გაძვირებული საწვავი მხოლოდ კასპის და საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენთან მოსახლეობის საშუალო ანაზღაურება საკმაოდ მიზერულია და მათთვის თითოეული დამატებითი თეთრიც უკიდურესად მძიმე შედეგებს იწვევს”, – ამბობს მირანდა თვარაძე.

კასპი – თბილისის ტრანსპორტი 3 ლარი ღირდა. დაახლოებით ორი თვის წინ კი, ფასი გაიზარდა და ახლა მოსახლეობას 3.5 ლარის გადახდა უწევს.

დატოვეთ კომენტარი