ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორელმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის, ანა გოდელაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ანამ ჩემპიონატზე 66 კგ-ში იასპარეზა.

“ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ანა გოდელაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში, მისი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა. ვულოცავთ ანას და მის მწვრთნელს კონტინენტის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას”, – წერს პორტის სააგენტო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.