ახალი ამბები

ზარმაცები არიან – ბებნისის რწმუნებული მათზე, ვინც სარწყავი წყლის პრობლემაზე ჩივის

სარწყავი წყალი ჩვენმდე აღარ აღწევს, – ამბობენ სოფელ ბებნისში, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს

ადგილობრივების ინფორმაციით. სარწყავი არხი ტაშისკარიდან იწყება და ბებნისამდე, რამდენიმე სოფელს გადის. 

“სანამ ჩვენამდე მოვა, რამდენიმე სოფელი, ბრეთი, წვერი, საღოლაშენი, რუისი უნდა გამოიაროს. ბოლო წერტილი ჩვენი სოფელია, ამიტომ წყალი ჩვენამდე აღარ აღწევს. ღამეებს ვათენებთ ბაღებში, რომ რუსისიდან წყალი აქეთ წამოვიყვანოთ”, – ამბობენ ადგილობრივები. 

მათივე თქმით, მოსახლეობის ნაწილმა უწყლობის გამო მიწების დამუშავებაზე უარი თქვა. 

“ხალხმა მიწების ნახევარზე მეტი დასამუშავებელი დატოვა, რადგან არ ჰქონდათ იმედი, რომ მორწყვას შეძლებდნენ. ფაქტია, რასაც ვამუშავებთ, ისიც გვიფუჭდება”.

სოფლის რწმუნებულის, გიორგი იმერლიშვილის თქმით, სოფელში საწრყავი წყლის პრობლემა არ არის.

“წყალი მოდის, უბრალოდ ხალხს სათავემდე ასვლა ეზარებათ და წყლის გამოშვება. ვინც ეგ გითხრათ რომ სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა, აქვთ ეგ ხალხი არის ზარმაცი ხალხი”, – ამბობს გიორგი იმერლიშვილი.

დატოვეთ კომენტარი